
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 1.35 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6681 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.40 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8381 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 26 სექტემბრის ჩათვლით იქნება.