LIVE

სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხა შეუმცირა

19 სექ 202312:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 426
სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხა შეუმცირა
Georgian Dream Party/Anadolu Agency/Getty Images

სინგაპურის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ს ტრასტმა ბიძინა ივანიშვილის აქტივების დაცვა ვერ უზრუნველყო და ამის გამო, მისთვის $742,7 მილიონის გადახდა დააკისრა.

აღსანიშნავია, რომ სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხა შეუმცირა რამდენადაც, თავდაპირველად, მიმდინარე წლის მაისში, სასამართლომ შვეიცარიული ბანკის განყოფილებას $926 მილიონის გადახდა დაავალა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ს ერთეულს ივანიშვილისთვის $600 მილიონზე მეტის ანაზღაურება დააკისრა, "ორმაგი გადახდის" თავიდან ასარიდებლად, სინგაპურის სასამართლომ თანხა დააკორექტირა. 

Credit Suisse-მა მაისში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება იყო "მცდარი და წარმოშობს ძალიან მნიშვნელოვან იურიდიულ პრობლემურ საკითხებს".

დღეს ბანკის სპიკერმა აღნიშნა, რომ სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და, როგორც უკვე 2023 წლის მაისში იყო ცნობილი, Credit Suisse Trust Limited გასაჩივრებას განაგრძობს. 

ივანიშვილს Credit Suisse-სთან დავების მრავალწლიანი ისტორია აკავშირებსეს არის პირველი გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც პრობლემური ბანკი ივნისში კონკურენტმა UBS Group-მა იყიდა.

Credit Suisse-ს ფრანგი ბანკირი პატრის ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის სქემის გამო, რომელიც მან ივანიშვილის ანგარიშებიდან ფულის აღების მიზნით, სხვა კლიენტების პორტფელებს შორის მზარდი ზარალის დასაფარად გამოიყენა.