LIVE

Credit Suisse-მა ივანიშვილთან სინგაპურის სასამართლოში დავა წააგო

26 მაი 202311:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 425
Credit Suisse-მა ივანიშვილთან სინგაპურის სასამართლოში დავა წააგო

სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse Group-ის განყოფილებას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის კომპენსაციის სახით $926 მილიონის გადახდა დააკისრა.

დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სინგაპურში დაფუძნებულმა Credit Suisse Trust-მა მოსარჩელეების წინაშე დაარღვია თავისი მოვალეობა, რადგან ვერ უზრუნველყო აქტივების დაცვა. 

ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ შეიძლება თანხის მოცულობა შეიცვალოს, რათა თავიდან აიცილოს კომპენსაციის "ორმაგი გადახდა" იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს ბერმუდის სასამართლომ ბანკის ერთეულს ივანიშვილისთვის $600 მილიონზე მეტის ანაზღაურება დააკისრა. 

"დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება მცდარია და ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემებს აჩენს", - ნათქვამია Credit Suisse-ის სპიკერის მიერ გავრცელებული განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ტრასტი დავის გაგრძელებას აპირებს.  

ივანიშვილს Credit Suisse-სთან დავების მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს. სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დავაში ბანკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია. 

გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ბანკის ტრასტის მარცხს, რომ ვერ დაიცვა აქტივები ბანკირ პატრის ლესკადრონისგან. ლესკადრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითური სქემისთვის, რითაც მან ივანიშვილის ანგარიშებიდან თანხა სხვა კლიენტების პორტფელებში მზარდი ზარალის დასაფარად აიღო.