LIVE

ECB-მა მომავალში რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა კვლავ გაზარდოს

16 სექ 202316:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 431
ECB-მა მომავალში რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა კვლავ გაზარდოს

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ევროზონის ინფლაციის გამო რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა კვლავ გაზარდოს. ამის შესახებ ECB-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, რობერტ ჰოლცმანმა, განაცხადა

აღსანიშნავია, რომ ავსტრიელი გადაწყვეტილების მიმღები ECB-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უკვე ზედიზედ მეათედ, და ამჯერად, ისტორიულ მაქსიმუმამდე (4%) ზრდის მომხრე იყო. მისივე თქმით, მთავარი განაკვეთის მომატება სტაბილური ფასებისაკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბანკის მონეტარული პოლიტიკა შესაძლოა შერბილდეს. 

"ცხადია, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს ბოლო ზრდა იყო," - აცხადებს ჰოლცმანი. მისივე თქმით, "შანსი იმისა, რომ (რეფინანსირების განაკვეთი) კვლავ გაიზრდება, დიდი არ არის, თუმცა მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გამკაცრება შესაძლოა კვლავ გახდეს საჭირო."

ECB-ის პრეზიდენტმა, კრისტინ ლეგარდიმ, განაკვეთის ბოლო ჯერზე ზრდის შემდეგ განაცხადა, რომ ჯერ ადრეა სამომავლო გადაწყვეტილების შესახებ ვარაუდი. 

მიუხედავად ამისა, ეკონომისტები თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ECB რეფინანსირების განაკვეთს აღარ გაზრდის.