LIVE

ECB-მა რეფინანსირების განაკვეთი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა

14 სექ 202316:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 625
ECB-მა რეფინანსირების განაკვეთი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) რეფინანსირების განაკვეთი ისტორიულ მაქსიმუმზე, 3.75%-დან 4%-მდე გაზარდაგადაწყვეტილების შემდეგ ევროს კურსი დაეცა. 

აღსანიშნავია, რომ ECB-მა რეფინანსირების განაკვეთი უკვე ზედიზედ მეათედ გაზარდა. მიზანი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაა. 

გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ევროზონაში ეკონომიკური აქტივობა უფრო იზღუდება, თუმცა მიზანი ინფლაციური წნეხის შემცირებაა.

ეკონომისტების ვარაუდით, დღევანდელი გადაწყვეტილება ევროპისთვის მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ბოლო წერტილია და პოლიტიკა მეტად აღარ გამკაცრდება.