
2023 წლის II კვარტალში საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორში დასაქმებულებს ჰქონდათ. საქსტატის მონაცემების თანახმად, ამ სექტორში ხელფასი 3 800 ლარამდე გაიზარდა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 799.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.2%-ით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 3 181.4 ლარი (გაიზარდა 19.1%-ით);
- მშენებლობა - 2 590.3 ლარი (გაიზარდა 18.9%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 525 ლარი (გაიზარდა 25.1%-ით).
აპრილ-ივნისში ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი კი განათლების სექტორში დასაქმებულებს ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 804.5 ლარი იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხელფასი 17.1%-ით (263.2 ლარი) გაიზარდა.