LIVE

საქართველოში ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი განათლების სექტორშია

18 სექ 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 395
საქართველოში ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი განათლების სექტორშია

საქართველოში, 2023 წლის II კვარტალში, ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი განათლების სექტორში დასაქმებულებს ჰქონდათ.

Galt & Taggart-ის თანახმად, აპრილ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განათლების სექტორში საშუალო ხელფასი 12.6%-ით, 1 049 ლარამდე გაიზარდა.

II კვარტალში ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი სექტორების მიხედვით ასე გადანაწილდა: 

  • განათლება - (1 049 ლარი, +12.6% წ/წ);
  • წყალმომარაგება - (1 150 ლარი, +24.2% წ/წ);
  • სოფლის მეურნეობა - (1 277 ლარი, +22.3% წ/წ);
  • სასტუმროები და რესტორნები - (1 378 ლარი, +19% წ/წ).

რაც შეეხება სექტორს ყველაზე მაღალი ანაზღაურებით, საქსტატის მონაცემებით, აპრილ-ივნისში ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორში დასაქმებულებს ჰქონდათ. ამ სექტორში ხელფასი 3 800 ლარამდე გაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 804.5 ლარი იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხელფასი 17.1%-ით (263.2 ლარი) გაიზარდა.