LIVE

პირველად, Apple ინდოეთში დამზადებულ iPhone-ებსაც გაყიდის

12 სექ 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 412
პირველად, Apple ინდოეთში დამზადებულ iPhone-ებსაც გაყიდის

Apple-ის ისტორიაში პირველად, ახალი iPhone-ები ინდოეთში დამზადებული იქნება. აქამდე Apple-ის ყველა პროდუქტი მხოლოდ ჩინეთში იწარმოებოდა. 

შესაბამისად, Apple-ის პროდუქტების ზოგიერთ ახალ მოდელზე წარწერას Made in China ("დამზადებულია ჩინეთში") - Made in India ("დამზადებულია ინდოეთში") შეცვლის.

iPhone 15-ების უდიდესი ნაწილი მაინც კვლავ ჩინეთში დამზადებული იქნება, თუმცა გამოშვების პირველივე დღეს ჩინურთან ერთად, გაყიდვაში ინდოეთში დამზადებული ტელეფონებიც ჩაეშვება. 

აღნიშნული მოვლენით გამოიხატება ინდოეთის მზარდი ძალა, რომელსაც ქვეყანამ ტექნიკური განვითარების გზაზე მიაღწია. 

დღეს, 12 სექტემბერს, Apple-ი iPhone-ების ახალ მოდელებს წარადგენს. პრეზენტაცია კალიფორნიის დროით 10:00 საათზე ჩატარდება. ღონისძიებაზე კომპანია iPhone-ებს, Smartwatch-ებსა და Airpods-ებს წარადგენს. 

წელს Apple-მა ინდოეთში პირველი ფილიალიც გახსნა, რის შემდეგაც ქვეყანაში iPhone-ების გაყიდვები ორციფრიანი მაჩვენებლით გაიზარდა.