LIVE

დღეიდან გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება

04 სექ 202310:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 464
დღეიდან გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება

დღეიდან საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების შემოწმებას იწყებს. საუბარია გზებზე ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის კონტროლზე.

იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, მისი მფლობელი დაჯარიმდება. კერძოდ, ფიზიკური პირების შემთხვევაში, ჯარიმა პირველ დარღვევაზე 100 ლარია, განმეორების შემთხვევაში 300 ლარი და შემდგომ 600. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათ თავდაპირველად ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა მოუწევთ, შემდგომ კი, 1 000 და 1 500 ლარით დაჯარიმდებიან.