LIVE

ვიეტნამური ელექტრომობილის VinFast-ის მფლობელის ქონება $18 მილიარდით შემცირდა

19 აგვ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 456
ვიეტნამური ელექტრომობილის VinFast-ის მფლობელის ქონება $18 მილიარდით შემცირდა

ვიეტნამური ელექტრომობილის VinFast-ის მფლობელის, ფამ ნათ ვუნგის ქონება $18 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც გასული სამი დღის განმავლობაში, კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად დავარდა. 

გუშინ ვაჭრობის ბოლოს VinFast-ის აქციის ფასი $15.40-მდე შემცირდა, მაშინ, როცა სამშაბათს 255%-იანი ზრდის შემდეგ, აქციის ფასმა $37.06-ს მიაღწია. შედეგად, ფამ ვუნგი, რომელიც კომპანიის აქციების 99%-ს აკონტროლებს, ქონების 52%-იანი კლების შემდეგ, ახლა $21.2 მილიარდს ფლობს. ქონების ვარდნის მიუხედავად, ის ახლა მაინც უფრო მდიდარია, ვიდრე კომპანიის აქციების ვაჭრობა საჯაროდ დაიწყებოდა. მხოლოდ ვაჭრობის პირველ დღეს, მისი ქონება $40 მილიარდით გაიზარდა, რაც სიმდიდრის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია.  

ვიეტნამური ელექტრომობილების მწარმოებლის VinFast-ის საბაზრო ღირებულებამ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის პირველივე დღეს $85 მილიარდი შეადგინა. ამ მაჩვენებლით მან ცოტა ხნით General Motors-ის ($46 მილიარდი) და Ford-ის ($48 მილიარდი) ღირებულებას გადაუსწრო. ღირებულების შემცირების მიუხედავად, კომპანია კვლავ უსწრებს ისეთ კონკურენტებს, როგორებიცაა Rivian Automotive, Nio და Lucid Group.

ტრადიციულად აქციების გაყიდვის ნაცვლად, VinFest საჯარო ვაჭრობაში გამოვიდა სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანიის (SPAC) გამოყენებით. SPAC-ებს ხშირად იყენებენ ახალბედა კომპანიები, რომლებისთვისაც აქციების საჯაროდ გაყიდვა ხშირად ხანგრძლივი და ძვირი პროცესია. ამ გზით ახალბედა კომპანია ბირჟაზე არსებულ კომპანიასთან ერთიანდება და უფრო მარტივად ხვდება ბირჟაზე.