LIVE

მოლდოვამ შესაძლოა Gazprom-თან დაკავშირებული კომპანია დაასანქციროს

11 აგვ 202312:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 295
მოლდოვამ შესაძლოა Gazprom-თან დაკავშირებული კომპანია დაასანქციროს

ბუნებრივი აირის მოლდოვური მწარმოებელი, Moldovatransgaz-ი, შესაძლოა თავისი წლიური ბრუნვის მინიმუმ 10%-ით დაჯარიმდეს. მიზეზი რუსულ Gazprom-თან კავშირებია. გადაწყვეტილება ძალაში 8 სექტემბრიდან უნდა შევიდეს. 

მოლდოვის ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) სანქცირების პროცედურა უკვე დაიწყო. მარეგულირებლის მოთხოვნა იყო, Moldovatransgaz-ი Moldovagaz-ს გამოყოფოდა. Moldovagaz-ი მოლდოვურ-რუსული კომპანიაა, რომლის 50%-იან წილს რუსული ენერგოგიგანტი, Gazprom-ი, ფლობს. 

მარეგულირებლის თანახმად, Moldovatransgaz-მა გამოყოფის აღნიშნული მოთხოვნა არ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის კანონმდებლობა გაზის მიმწოდებელ ოპერატორებს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოებისაგან დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ავალდებულებს. აღნიშნული ვალდებულების ერთ-ერთი საფუძველი კი ევროკავშირის "მესამე ენერგეტიკული პაკეტია": ენერგეტიკის სფეროს დირექტივები, რომელიც გაერთიანებამ 2009 წელს მიიღო, ხოლო მოლდოვამ იგი 2010 წელს დანერგა.