ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა.
ზედიზედ მეცხრე ზრდის შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 3.75%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ECB-ის გადაწყვეტილება თანხვედრაშია ეკონომისტების მოლოდინებთან.
მარეგულირებელს არ გაუკეთებია მინიშნება, თუ რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებს სექტემბერში, რაც მიანიშნებს, რომ განაკვეთი შესაძლოა გაიზარდოს ან უცვლელი დარჩეს. ეს დამოკიდებული იქება იმაზე, თუ რამდენად დარწმუნებული იქნება ცენტრალური ბანკი, რომ ინფლაცია 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს უბრუნდება.
გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ ევრო დოლართან მიმართებით გამყარდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ასევე 25 საბაზო პუნქტით გაზარდა. შედეგად, განაკვეთი 5.25-5.5%-მდე გაიზარდა, რაც 22 წლის განმავლობაში, უმაღლესი ნიშნულია.