LIVE

აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი 22-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა

26 ივლ 202322:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 507
აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი 22-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა

აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით გაზარდა. შედეგად, განაკვეთი 5.25-5.5%-მდე გაიზარდა, რაც 22 წლის განმავლობაში, უმაღლესი ნიშნულია.

ეს არის განაკვეთის მე-11 ზრდა მას შემდეგ, რაც Fed-მა 2022 წლის მარტში ინფლაციასთან ბრძოლა დაიწყო.

განაკვეთის ზრდა მოულოდნელი არ იყო ეკონომისტებისთვის, რადგან მიმდინარე თვეში გამოქვეყნებული ივნისის საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი შემცირების მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება სამიზნე მაჩვენებელს.  

საბაზო ინფლაცია, რომელიც ენერგიის და საკვების ცვალებად ფასებს გამორიცხავს, ივნისში წლიურად 5.3%-დან 4.8%-მდე შემცირდა. საბაზო ინფლაციის თვიური მაჩვენებელი 0.1%-დან 0.2%-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ზოგადი ინფლაციის მაჩვენებელი სტაბილურად უახლოვდება აშშ-ის ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელს - 2%-ს მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში აშშ-ში ინფლაცია რეკორდულ 9%-მდე გაიზარდა.