LIVE

ძლიერი პასპორტების რეიტინგის ლიდერი სინგაპურია - რომელ ადგილზეა საქართველო?

19 ივლ 202311:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 455
ძლიერი პასპორტების რეიტინგის ლიდერი სინგაპურია - რომელ ადგილზეა საქართველო?

საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners მსოფლიოში ყველაზე სასურველი პასპორტების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. 

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში საქართველო ოთხი პოზიციით დაწინაურდა და 52-ე ადგილიდან 48-ე ადგილზე გადაინაცვლა. მის მფლობელებს მსოფლიოს 117 ქვეყანაში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. 

რეიტინგის სათავეში ამჯერად სინგაპურია. მან ამ ადგილზე ჩაანაცვლა იაპონია, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში სიის პირველ ადგილს იკავებდა. სინგაპურის სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს უვიზოდ მოგზაურობა 192 ქვეყანაში შეუძლიათ. 

მეორე ადგილს გერმანია, იტალია და ესპანეთი იყოფენ. მათი პასპორტების მფლობელებს უვიზოდ 190 ქვეყანაში შედიან. 

მესამე ადგილს ინაწილებს შვიდი ქვეყანა: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, იაპონია, ლუქსემბურგი, სამხრეთ კორეა, შვედეთი. მათი სამგზავრო დოკუმენტით უვიზოდ შესვლა 189 ქვეყანაშია შესაძლებელი. 

სიის ბოლო ადგილზეა ავღანეთი, რომლის მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა მხოლოდ 27 ქვეყანაში შეუძლიათ.