LIVE

იტალიაში ავიატრანსპორტის თანამშრომლების გაფიცვამ 250 000 მგზავრი დააზარალა

16 ივლ 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 421
იტალიაში ავიატრანსპორტის თანამშრომლების გაფიცვამ 250 000 მგზავრი დააზარალა

იტალიაში აეროპორტებისა და ავიახაზების თანამშრომლები გაიფიცნენ. თანამშრომლები ანაზღაურების მომატებასა და უკეთეს სამუშაო პირობებს მოითხოვენ. 

გაფიცულთა შორის იყვნენ პილოტები, ბორტგამცილებლები, მტვირთავები და აეროპორტის სხვა თანამშრომლები. აღსანიშნავია, რომ გაფიცვებში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის მასშტაბით ყველა აეროპორტის თანამშრომელმა. გაფიცულები ინფლაციის წნეხზე მიუთითებენ.

შედეგად, შაბათს 1000-მდე შიდა და საერთაშორისო ფრენა გაუქმდა. გაფიცვების გამო კი 250 000-მდე მგზავრი დაზარალდა. მხოლოდ რომის ლეონარდო და ვინჩის (ფიუმიჩინოს) საერთაშორისო აეროპორტში შაბათს 200 გაუქმებული ფრენა დაფიქსირდა.

სულ რაღაც ორი დღით ადრე, ხუთშაბათს, იტალიაში რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ