გარემოს ეროვნული სააგენტოს აცხადებს, რომ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, რაც ყოველთვიურად უწყვეტ რეჟიმში 12 წერტილზე მონიტორინგს გულისხმობს, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.
„კვლევები განსაზღვრავს ჰიდრო ბიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის 13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე, სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას," ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
უწყება შავი ზღვიდან აღებული სინჯებს საკუთარ ლაბორატორიაში ამოწმეებს. კერძოდ, სინჯები საანალიზოდ ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც სააგენტოს ცნობით "მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს."
მიუხედავად ამისა, სააგენტო დასძენს, რომ ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, აქტიურად მუშაობს მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე.