LIVE

ინდურმა ელ. კომერციის კომპანიამ თანამშრომლების 90% ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლა

16 ივლ 202316:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 620
ინდურმა ელ. კომერციის კომპანიამ თანამშრომლების 90% ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლა

ინტერნეტში აკრიტიკებენ ინდურ კომპანია Dukaan-ს, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში თანამშრომლების 90% ხელოვნური ინტელექტით (AI) ჩაანაცვლა. ამის შესახებ თავად სამით შაჰი წერს Twitter-ზე და აღნიშნავს, რომ ჩატბოტმა პასუხის გაცემისა და საკითხის გადაჭრის დრო მკვეთრად გაუმჯობესა.

ინდური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამ გადაწყვეტილების მოტივაციად გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს, რაც განსაკუთრებული გამოწვევაა სტარტაპებისთვის. ის დასძენს, რომ თავის კომპანიას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებით ხარვეზები, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კი ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა იპოვა. ახლა Dukaan-ის მომხმარებლებს თავიანთი პირადი AI ასისტენტი ჰყავს, რომელიც ყველა სახის შეკითხვას სწრაფად და ზუსტად პასუხობს.

Twitter-ში გავრცელებულ კრიტიკის პოსტებში, უმრავლესობა სამით ჰაშის გადაწყვეტილებას „უგულო“ საქციელს ეძახის. მას ასევე აკრიტიკებენ იმის გამო, რომ კომპანიას არ უთქვამს რა ბედი ეწია გათავისუფლებულ თანამშრომლებს და გაუწია თუ არა კომპანიამ რაიმე ტიპის დახმარება. შაჰი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით Linkedin-ზე აპირებს. 

ბოლო წლებში გენერაციული ხელოვნური ინტელექტი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. გამრავლდა და დაიხვეწა ისეთი პლატფორმები, როგორიცაა, მაგალითად, ChatGPT. უკვე ქვეყნდება სხვადასხვა კვლევა იმაზე თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს ბიზნესმა AI-ს შესაძლებლობა პროდუქტიულობის გაზრდისა და ხარჯების შემცირების მიზნით. ინდოეთში რამდენიმე კომპანია უკვე დებს ინვესტიციებს AI-ს განვითარებაში, რაც დასაქმებულების დიდ აღშფოთებას იწვევს.