LIVE

არარეგისტრირებული ადამიანები Twitter-ზე ვეღარ გადავლენ

02 ივლ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 289
არარეგისტრირებული ადამიანები Twitter-ზე ვეღარ გადავლენ

Twitter დროებით ბლოკავს ტვიტებისა და ანგარიშების ნახვის შესაძლებლობას მათთვის, ვინც სოციალურ პლატფორმაზე რეგისტრირებული არაა. იმისათვის, რომ Twitter-ის კონტენტს გაეცნოს, პიროვნებას ანგარიშის შექმნა მოუწევს. ილონ მასკის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვა დროებითია. 

თუკი პლატფორმაზე არარეგისტრირებული პირი ეცდება ტვიტისა თუ ანგარიშის გახსნასა და, შესაბამისად, ნახვას, მას პლატფორმა მხოლოდ რეგისტრაციის გავლას შესთავაზებს. სხვა შემთხვევაში, სასურველ ტვიტს არარეგისტრირებული პირი ვერ ნახავს. 

შეზღუდვა ძალაში 1-ელი ივლისიდან შევიდა. Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, თავის ერთ-ერთ ტვიტში განაცხადა, რომ აღნიშნული შეზღუდვის დაწესება "დროებითი გადაუდებელი ნაბიჯია." მასკის განმარტებით, Twitter-ზე ძალიან ბევრი არარეგისტრირებული პირი შედიოდა, რაც პლატფორმის მუშაობის ხარისხსა და სერვისს ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის აუარესებდა.

აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის განმავლობაში Twitter-ის პოპულარობას მისი ხელმისაწვდომობა განაპირობებდა: ადამიანებს შეეძლოთ ტვიტების ჩვენება ერთმანეთისთვის ისე, რომ არ ყოფილიყვნენ პლატფორმაზე რეგისტრირებულნი.