LIVE

დამატებითი დეი ოფი - როგორ ცდილობენ სამხრეთ კორეული კომპანიები კადრების შენარჩუნებას?

17 ივნ 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 620
დამატებითი დეი ოფი - როგორ ცდილობენ სამხრეთ კორეული კომპანიები კადრების შენარჩუნებას?

ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელი Samsgung Electronics-ი სამხრეთ კორეაში მომუშავე თანამშრომლებისთვის თვეში ერთ პარასკევს უქმე დღედ აცხადებს. ამის მთავარი მოტივაცია საუკეთესო კადრების შენარჩუნებაა, რომლებიც სულ უფრო და უფრო მეტად ითხოვენ დამსაქმებლისგან მოქნილ სამუშაო გრაფიკს.

Samsgung Electronics-ში აცხადებენ, რომ შემდეგი კვირიდან სრულ განაკვეთსა და არაქარხნულ პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლები დასვენების დღის აღებას ანაზღაურების მიღების კვირაში შეძლებენ, რომელიც ჩვეულებრივ თვის 21 რიცხვის კვირაა.

გადაწყვეტილება მიზნად ისახავს კადრების შენარჩუნებას, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდა მუშაკების, რომლებიც სამუშაო დროისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებას ცდილობენ. კომპანიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, Millenial-ები და Generation Z - 30 წლის ან ნაკლები ასაკის პირები - გლობალურად Samsung-ის სამუშაო ძალის დაახლოებით სამ მეოთხედს შეადგენენ.

სამხრეთ კორეაში ტექნოლოგიების სფეროს კომპანიებს შორის მსგავსი გამოცდილება უკვე მიღებული პრაქტიკაა. მაგალითად, გასულ წელს ჩიპების მწარმოებელმა SK Hynix-მა თვეში ერთი პარასკევი დასვენების დღედ გამოაცხადა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც კვირაში რეგულარულად 40 საათზე მეტს მუშაობენ.

Samsung-ის ეს ნაბიჯი კარგად წარმოაჩენს, რომ კონსერვატიული სამუშაო კულტურის მქონე ისეთ ქვეყნებსაც, როგორიც სამხრეთ კორეაა, უწევთ მოერგონ პანდემიისგან გამოწვეულ სამუშაო წესის ახალ მოთხოვნებს.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეელები მსოფლიოში ყველაზე მეტად დატვირთული მუშახელია. 2021 წლის მონაცემით, ქვეყანაში საშუალოდ 200 საათით მეტს მუშაობენ, ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) სხვა წევრ ქვეყნებში.