LIVE

ევროზონის ინფლაცია გასულ თვეში მოსალოდნელზე მეტად შემცირდა

01 ივნ 202313:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 373
ევროზონის ინფლაცია გასულ თვეში მოსალოდნელზე მეტად შემცირდა

ევროზონის ინფლაცია გასულ თვეში მოსალოდნელზე მეტად შემცირდა

ევროზონის 20 ქვეყანაში ფასების ზრდის ტემპი მაისში 6.1%-მდე შემცირდა, რაც ნაკლებია ეკონომისტების მოლოდინზე - 6.3%-ზე. აპრილში ეს მაჩვენებელი 7% იყო. 

საბაზო ინფლაცია, რომელიც საკვებისა და ენერგიის არასტაბილურ ფასებს გამორიცხავს და რამაც დიდი როლი ითამაშა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB)-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაში, 5.6%-დან 5.3%-მდე შემცირდა, რაც ასევე ნაკლებია ეკონომისტების პროგნოზირებულ 5.5%-ზე. 

ევროზონაში ინფლაცია 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს თითქმის ორი წელია აღემატება. ამის გამო, ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს.  

4 მაისის გადაწყვეტილებით, ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 375 საბაზისო პუნქტით 3.25%-მდე გაზარდა. ეს არის ყველაზე მცირე ზრდა მას შემდეგ, რაც გაზრდილი ინფლაციის ფონზე, ECB-მა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. მოსალოდნელია, რომ ECB 15 ივნისს მომდევნო შეხვედრაზე განაკვეთს კიდევ ერთხელ გაზრდის.