LIVE

სებ-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებას გეგმავს

31 მაი 202312:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 488
სებ-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებას გეგმავს

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ზაფხულის ბოლოს, სებ-ი საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებას გეგმავს. მისი შეფასებით, არსებული 5%-იანი პროგნოზი, დიდი ალბათობით გაიზრდება.

„მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი ჯერჯერობით 5%-ია, თუმცა უკვე არსებული მონაცემების საფუძველზე, დიდი ალბათობით, ეს პროგნოზი გაზრდის მიმართულებით გადაიხედება.

მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მომდევნო განახლება ზაფხულის ბოლოს გვექნება და ამ დროისთვის მშპ-ს ზრდას გადავხედავთ“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის შეფასებით, 2023 წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო რეალური ზრდა 7.3% იყო.