LIVE

ილონ მასკის ტვინის ჩიპების კომპანიამ ადამიანებზე ცდების ჩატარების უფლება მიიღო 

26 მაი 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1114
ილონ მასკის ტვინის ჩიპების კომპანიამ ადამიანებზე ცდების ჩატარების უფლება მიიღო 

ილონ მასკის ტვინის იმპლანტების კომპანია Neuralink-მა აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისგან (FDA) ადამიანებზე პირველი ცდების ჩატარების უფლება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიამ გაავრცელა. 

ცნობილი მილიარდერის კომპანიას სურს ადამიანებს, ტვინებით კომპიუტერთან დაკავშირებით, მხედველობისა და მოძრაობის უნარის აღდგენაში დაეხმაროს. 

აღსანიშნავია, რომ ჩიპები თავის დროზე მაიმუნებზე გამოცადეს და შექმნილია იმისთვის, რომ Bluetooth-ის საშუალებით ტექნოლოგიას დაუკავშირდეს.

როგორც 2016 წელს დაფუძნებულ კომპანიაში აცხადებენ, მათი საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციებიც ეტაპობრივად გასაჯაროვდება.

ილონ მასკი არაერთი წელია პროექტის დაწყებას ცდილობს, თუმცა აქამდე მარეგულირებლები მისი დამტკიცებისგან თავს იკავებდნენ. პროცესები კი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც ნიდერლანდელმა პარალიზებულმა კაცმა სიარული საკუთარი ფიქრების დახმარებით, სწორედ იმპლანტის სისტემის წყალობით შეძლო. ეს უკანასკნელი შვეიცარიელმა მკვლევარებმა შექმნეს.