
ეროვნულმა ბანკმა 5 სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმა.
სებ-ის ინფორმაციით, 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ შპს „ფინბიუროს“, შპს „პრობლემური აქტივების სააგენტოს“, შპს „ევრო კრედიტს" და სს „იბა ჯეოს“, რომელთა დაჯარიმების მიზეზი სათანადო დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენა იყო. აღსანიშნავია, რომ კომპანია შპს „ევრო კრედიტი" დაკავშირებული არაა სს "მისო ევრო კრედიტთან".
სესხის გამცემ სუბიექტებს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, პირველადი აღრიცხვის ფორმები დაგვიანებით ჰქონდათ წარდგენილი.
ერთ კომპანიას, შპს „ტრიბა კაპიტალს“ კი, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმა წარდგენილი საერთოდ არ ჰქონდა.