LIVE

რა დაუჯდება მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია ბრიტანეთის ეკონომიკას?

06 მაი 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 442
რა დაუჯდება მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია ბრიტანეთის ეკონომიკას?

მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაზე ნათლად გამოჩნდება გაერთიანებული სამეფოს პომპეზურობა ცერემონიების ჩატარებისა და აღნიშვნის მიმართულებით. თუმცა საინტერესოა, უფრო მეტად სარგებელი იქნება თუ ტვირთი ამ ტრადიციის აღნიშვნა ბრიტანეთის ეკონომიკისთვის.

კორონაციის ზუსტი ხარჯები საჯარო არ არის, თუმცა არაერთი მედიის შეფასებით, ღონისძიება ჯამში 100 მილიონ ფუნტამდე (126 მილიონი აშშ დოლარი) ჯდება. მიუხედავად ამისა, კორონაციის დღეს გაძლიერდება შემოსავლები ტურიზმისა და მომსახურების სფეროში: სხვადასხვა შეფასებით ბარებში, რესტორნებსა და პაბებში მეფის კორონაციის დღეს ასობით მილიონი ფუნტი შევა. 

ყველა შემთხვევაში, კორონაცია ბრიტანეთის ეკონომიკას ძალიან ბევრი დაუჯდება: Bloomberg Economics-ის თანახმად, კორონაციის დღეს ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 0.7%-ით შემცირდება, თუმცა სარგებელს ნახავენ კონკრეტული სექტორები. ღონისძიებაზე დამსწრეთა გადაადგილება, სასტუმროებში განთავსება და პოლიციის გაძლიერებული დაცვა რამდენიმე დღის განმავლობაში, კორონაციის შემდეგ, ბრიტანეთის ტურიზმის, დასვენებისა და სტუმართმოყვარეობის სექტორებში დიდ შემოსავლებს გააჩენს. კონკრეტულად, სასტუმროების შემოსავლები უკვე 54%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით; შესაბამისად, მეფის კორონაცია ლონდონის დასვენებისა და სტუმართმასპინძლობის სექტორს განსაკუთრებით დიდ სარგებელს მოუტანს. გარდა ამისა, კომპანია TravelPort-ის მონაცემებით, კორონაციის დღეებისთვის დიდი ბრიტანეთის მიმართულებით ფრენების რიცხვმა 149%-ით მოიმატა მას შემდეგ, რაც ღონისძიების ზუსტი თარიღი საჯარო გახდა.

ბრიტანეთის ახალი მონარქის, მეფე ჩარლზ III-ის, კორონაცია დღეს, 6 მაისს, უესტმინსტერის სააბატოში შედგება.