LIVE

ღარიბაშვილი: რესპუბლიკურის ყველა თანამშრომელს შევინარჩუნებთ

27 მარ 202311:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 357
ღარიბაშვილი: რესპუბლიკურის ყველა თანამშრომელს შევინარჩუნებთ

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე.

როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე დღეში, ჯანდაცვის მინისტრი წარმოადგენს ახალი ხედვის პრეზენტაციას.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის და ხელფასის გარეშე. ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეებში. ძალიან კარგი ხედვა გვაქვს, როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო, საუბარია იმავე ადგილას საავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს. არავითარი მღელვარების საფუძველი არ გვაქვს“,- თქვა ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები მორიგ აქციას მართავენ.

აქამდე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებასაც მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. ამასთან, რეორგანიზაციის ფარგლებში, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ბრძანება საავადმყოფოს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა უკვე მიიღეს.