LIVE

ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება

24 მარ 202316:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 336
ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას ოქტომბრიდან დაიწყებს. 

"ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, მთავრობა დაიწყებს ამას.

ასევე, გვაქვს ამბიცია, რომ დავიწყოთ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო, ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელშიც ჩვენი გათვლებით 400-დან 500 მილიონ დოლარამდე ჩაიდება. გვაქვს ამბიცია და სურვილი, რომ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში შევქმნათ თანამედროვე IT ქალაქი, ტექნოლოგიური პარკი და სხვა მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, წარმოების წახალისება, ზოგადად სამაცივრე მეურნეობების განვითარება, ბაღების გაშენება თუ სხვა. ყველაფერთან მიმართებაში გვაქვს კონკრეტული ხედვები და ამოცანები", - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. 

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო. 

2022 წლის ბოლოს ღარიბაშვილმა განაცხად, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, ხოლო დანარჩენი ტენდერით უცხოელ პარტნიორებს გადაეცემათ.

2023 წლის თებერვალში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა