LIVE

კრიპტოდონორებმა უკრაინას $200 მილიონზე მეტი გადაურიცხეს

21 მარ 202318:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 310
კრიპტოდონორებმა უკრაინას $200 მილიონზე მეტი გადაურიცხეს

ციფრულმა ინსტრუმენტებმა უკრაინაში რუსეთის ომზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს. ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დოკუმენტირებული სამხედრო კამპანიაა და ამასთან, წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის პირველ დიდ კიბერომს. ამ ომში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრიპტოვალუტა. 

ანალიტიკური კომპანია Elliptic-ის თანახმად, უკრაინის დასახმარებლად გაღებულია $212 მილიონზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა. აქედან, დაახლოებით, $80 მილიონის კრიპტოვალუტის პირდაპირი მიმღები უკრაინის მთავრობაა. 

უკრაინის ოფიციალური პირებისა და მთავრობის სახსრების მოზიდვის საიტების თანახმად, კრიპტოდონაციას ქვეყანა რუსეთის აგრესიიდან თავის დასაცავად, სხვადასხვა მიზნით იყენებს, მათ შორის, შესყიდვები მოიცავს ტყვიაგაუმტარ ჟილეტებს, ჩაფხუტებს, განაღმვის აღჭურვილობას და თვითმფრინავებს. კრიპტოშემოწირულება ასევე დაიხარჯა ისეთ დამხმარე მასალებზე, როგორიცაა სამედიცინო მარაგები და სხვა.  

ბლოკჩეინის ანალიზის კიდევ ერთი კომპანიის, Chainalysis-ის თანახმად, უკრაინის მთავრობამ კიდევ უფრო მეტი - $56 მილიონზე მეტი კრიპტოშემოწირულება მიიღო. შემოწირულებების უმეტესი ნაწილი ბიტკოინსა და ეთერიუმზე მოდის. 

ციფრული ვალუტების სწრაფად ვაჭრობის საშუალებას იძლევა, რაც კონფლიქტებსა და კატასტროფის ზონებში მათ გამოყენებას უფრო ადვილს ხდის.    

არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFT), რომლებიც უნიკალურ ციფრულ აქტივებს წარმოადგენენ, ასევე გამოიყენება ქვეყნის მხარდასაჭერად. Ukraine DAO-მ აუქციონზე უკრაინის დროშის NFT $6.75 მილიონად გაყიდა.  

„მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემოწირულებები ე.წ. ფიატის (ტრადიციული ვალუტა) დონაციასთან შედარებით, ზღვაში წვეთია, ისინი აჩვენებენ კრიპტოვალუტის ენთუზიასტების ფილანთროპიას მთელს მსოფლიოში და უკრაინის მზადყოფნას, რომ მიიღოს მრავალფეროვანი ციფრული აქტივები“, - აღნიშნა Chainalysis-მა ბოლო მოხსენებაში. 

კრიპტოვალუტაში დონაციას რუსეთიც იღებს, თუმცა მისი წილი ნაკლებია. Chainalysis-ის თანახმად, დაახლოებით 100-მა პრორუსულმა ჯგუფმა, გასული წლის განმავლობაში, დაახლოებით $5.4 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა შეაგროვა. Elliptic აღნიშნავს, რომ ომის დაწყების შემდეგ, პრო-უკრაინული კრიპტოდაფინანსება რუსულს 44-1 შეფარდებით აჭარბებს.  

Elliptic ასევე აღნიშნავს, რომ პრორუსული კრიპტოშემოწირულებების 10% მოდის უკანონო წყაროებიდან, როგორიცაა სანქცირებული იურიდიული პირები ან კიბერდანაშაულებრივი ქმედებები.

Chainalysis-ის გლობალური კრიპტოვალუტის მიღების ინდექსით, 2022 წელს უკრაინამ მესამე ადგილი დაიკავა. რუსეთი მეცხრე ადგილზეა. ანალიტიკური ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყანაში კრიპტოგადარიცხვების ზრდა ომის დაწყებისთანავე ფიქსირდება.