LIVE

ECB-მა რეფინანსირების განაკვეთი 3%-მდე გაზარდა

16 მარ 202317:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 480
ECB-მა რეფინანსირების განაკვეთი 3%-მდე გაზარდა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) რეფინანსირების განაკვეთი დღეს 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა. შესაბამისად, განაკვეთად 3%-ით განისაზღვრა. 

მაღალი ინფლაციის ფონზე, განაკვეთის ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა ეკონომისტებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული ბანკის კოლაფსის შედეგად, საბანკო სექტორში არეულობის ფონზე, ინვესტორები მოითხოვდნენ, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკს მონეტარული პოლიტიკა აღარ გაემკაცრებინა. 

ბანკის მიერ გაზრდილი განაკვეთი 2008 წლის შემდეგ, უდიდესი ციფრია. განაკვეთის ზრდით, ბანკი ცდილობს, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ჩამოიყვანოს. 

თებერვალში ევროზონის წლიურმა ინფლაციამ 8.5% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იანვართან შედარებით, შემცირებული მაჩვენებელია, ის მაინც ბევრად აღემატება ECB-ის 2%-იან სამიზნეს.