LIVE

EU-მა საქართველოში ორგანიზაციებისთვის €9-მილიონიანი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

10 მარ 202311:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 17279
EU-მა საქართველოში ორგანიზაციებისთვის €9-მილიონიანი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

ევროკავშირმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. პროგრამის ბიუჯეტი 9 200 000 ევროა.

წარდგენილი განაცხადი უნდა ემსახურებოდეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, გენდერულ თანასწორობას, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას, სურსათის უვნებლობას, გარემოს დაცვას და სხვა საკითხებს. 

"ვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როგორც მმართველობის სფეროს მნიშვნელოვან აქტორებს, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგი მიმართულებით:

ლოტი 1: ხელი შეუწყოს ხელსაყრელ საარჩევნო გარემოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას საქართველოში;

ლოტი 2: აღმოფხვრას გენდერული ნიშნით ძალადობა და გაზარდოს გენდერული თანასწორობა საქართველოში;

ლოტი 3: ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო ჩართულობას და დემოკრატიულ ზედამხედველობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე; 

ლოტი 4: ხელი შეუწყოს საქართველოში სურსათის უვნებლობას ადგილობრივ დონეზე საკვების ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირების გზით;

ლოტი 5: გააძლიეროს გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა;

ლოტი 6: გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობა და აამაღლოს მოქალაქეთა ცნობიერება სასამართლო რეფორმის შესახებ; 

ლოტი 7: გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის, დეცენტრალიზაციისა და საჯარო ანგარიშვალდებულების მონიტორინგსა და განხორციელებაში, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე; 

სრული სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://bit.ly/3T5mv72 , რეფერენსი: EuropeAid/176767/DD/ACT/GE. 

კონცეფციის წარდგენის ბოლო ვადაა: 24/04/2023, 12:00 (ბრიუსელის დროით)", - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.