LIVE

აშშ უკრაინის უდიდესი სამხედრო დონორია

22 თებ 202311:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 345
აშშ უკრაინის უდიდესი სამხედრო დონორია

უკრაინის მიმართ აშშ-ის სამხედრო დახმარება ხუთჯერ აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას. ამის შესახებ გუშინ იქამდე გახდა ცნობილი, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში სიტყვით გამოვიდოდა. 

2022 წლის 15 იანვრიდან მიმდინარე წლის 24 იანვრამდე ვაშინგტონმა პირობა დადო, რომ ომში მყოფი ქვეყნის შეიარაღებული ძალების იარაღსა და აღჭურვილობაზე თითქმის $47 მილიარდს დახარჯავს. 

$5.1 მილიარდიანი დახმარების პაკეტით მე-2 უდიდესი დონორი დიდი ბრიტანეთია.

 

კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დიდი სხვაობაა ზოგადი საბიუჯეტო მხარდაჭერის ვალდებულებებსა და რეალურად გადარიცხულ ფულს შორის. ეს ეხება სამხედრო დახმარებასაც.

მათი თქმით, გასული თვის მდგომარეობით, უკრაინაზე დაანონსებული საბიუჯეტო მხარდაჭერის მხოლოდ 48% იყო გაცემული.