LIVE

Ford ევროპაში 3800 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

14 თებ 202314:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 340
Ford ევროპაში 3800 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

Ford, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ევროპაში 3800 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიამ სამშაბათს განაცხადა.

Ford-ის მენეჯმენტი ამ გადაწყვეტილებას მზარდი ხარჯებითა და უფრო დახვეწილი სტრუქტურის საჭიროებით ხსნის, რამდენადაც ის ელექტრომობილების წარმოებაზე გადადის. 

კომპანია დაახლოებით 2300 სამუშაო ადგილს ამცირებს გერმანიაში, კიოლნისა და აახენის ობიექტებზე, 1300 ადგილს - დიდ ბრიტანეთში, დანარჩენ ევროპაში გათავისუფლებული თანამშრომლების რიცხვი 200-ს მიაღწევს. შემცირება შეეხებათ პროდუქტის განვითარების მიმართულებით დასაქმებულ კადრს, ასევე ადმინისტრაციულ პერსონალს.

Ford-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ შემცირება საჭირო იყო "ევროპაში ბიზნესის აღორძინებისთვის".  

ავტომწარმოებლის ფინანსურმა დირექტორმა ჯონ ლოულერმა თებერვალში ხარჯების შემცირებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპაში ინჟინრების პროდუქტიულობა, სასურველთან შედარებით, 25-30%-ით დაბალი იყო.  

ევროპის სამგზავრო ელექტრომობილების ხელმძღვანელმა და Ford Germany-ის ხელმძღვანელმა მარტინ სანდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკული ჯგუფი რეგიონში შეინარჩუნებს, დაახლოებით, 3400 ინჟინერს, რომელიც ამერიკელი კოლეგების მიერ მოწოდებული ტექნოლოგიით იმუშავებს და მას ევროპელ მომხმარებლებს მოარგებენ.

მისივე თქმით, კომპანიის ავტომობილების მწარმოებლის ელექტრიფიკაციის სტრატეგიაში სიახლეები არ იგეგმება და Ford გეგმავს, რომ 2035 წლისთვის მომხმარებლებს ევროპაში მხოლოდ ელექტრომანქანები შესთავაზოს.  

უკანასკნელ პერიოდში არაერთი მსხვილი ამერიკული კომპანია თანამშრომლების რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებს. მათ შორისაა ისეთი ისეთი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა DisneyZoomDellPayPalSpotifyAmazon.com, Meta Platforms, AlphabetMicrosoft და სხვა, რომლებიც შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ეთხოვებიან.