LIVE

Zoom 1300 თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს

08 თებ 202311:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 452
Zoom 1300 თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს

Zoom Video Communications აცხადებს, რომ დაახლოებით 1300 ადამიანს ათავისუფლებს. ეს რიცხვი დასაქმებულების 15%-ს შეადგენს. ამის მიზეზად კომპანია ვიდეოკონფერენციის სერვისებზე მოთხოვნის შემცირებას ასახელებს. 

კომპანიის აქციები შარშან ტექნოლოგიური კომპანიების აქციების გაუფასურების ფონზე, 63%-ით დაეცა.

Zoom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ იუანმა განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაზე ანგარიშვალდებულია და ამის გამო, მომავალ ფისკალურ წელს შეიმცირებს ხელფასს და უარს იტყვის ბონუსზე.  

"დაუღალავად ვმუშაობდით, მაგრამ ასევე ვუშვებდით შეცდომებს. საკმარისი დრო არ დავუთმეთ ანალიზს ან იმის შეფასებას იყო თუ არა ჩვენი კომპანიის ზრდა მდგრადი", - თქვა იუანმა.  

2021 წელს კომპანიის შემოსავლების 4-ჯერ, ხოლო მოგების 9-ჯერ ზრდის შემდეგ, 2022 ფისკალურ წელს კომპანიის შემოსავლის 6.7%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. 2022 წელს კომპანიის მოგება, სავარაუდოდ, 38%-ით შემცირდა.  

ამ გადაწყვეტილებით Zoom უერთდება ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა DellPayPalSpotifyAmazon.com, Meta Platforms, AlphabetMicrosoft და სხვა, რომლებიც შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ეთხოვებიან.