LIVE

PayPal-ი 2000 თანამშრომელს ათავისუფლებს

01 თებ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 410
PayPal-ი 2000 თანამშრომელს ათავისუფლებს

PayPal დაახლოებით 2000 თანამშრომელს ათავისუფლებს, რაც მისი დასაქმებულების 7%-ს შეადგენს. 

ონლაინ გადახდების კომპანიის განცხადებით, იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება, რადგან "რთული მაკროეკონომიკური გარემოს წინაშე" დგას.

"რამდენადაც ვითარდება ჩვენი სამყარო, ჩვენი მომხმარებლები და ჩვენი კონკურენტული ლანდშაფტი, ცვლილებები უნდა გავაგრძელოთ", - აღნიშნავს PayPal-ის აღმასრულებელი დირექტორი დენ შულმანი გავრცელებულ განცხადებაში. 

ამ გადაწყვეტილებით PayPal უერთდება ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა SpotifyAmazon.com, Meta Platforms, AlphabetMicrosoft და სხვა, რომლებიც შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ეთხოვებიან.