LIVE

გვენეტაძე: უძრავი ქონების ბაზარზე არასტაბილურობის ნიშნებს ვერ ვხედავთ

01 თებ 202313:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 394
გვენეტაძე: უძრავი ქონების ბაზარზე არასტაბილურობის ნიშნებს ვერ ვხედავთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მარეგულირებელი უძრავი ქონების ბაზარზე არასტაბილურობის ნიშნებს ვერ ხედავს.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, უძრავ ქონებაზე ქირის ფასის გაზრდა ინფლაციაზე გავლენას ახდენს.  

„უძრავი ქონების ქირის ფასი ფაქტია, რომ გაზრდილია. ამას თავისი წვლილი შეაქვს ინფლაციაში.

თუ შევხედავთ ფასებს რეალურ სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ დოლარის გამოხატულებაში გაზრდილია, ვფიქრობ, ეს ძირითადად იმ თვითღირებულების ხარჯზე ხდება, რაც სხვადასხვა სამშენებლო მასალების ფასის გაზრდამ გამოიწვია. ამავე დროს, იქიდან გამომდინარე, რომ ლარის კურსი მყარია, ლარში მნიშვნელოვნად გაზრდილი არ არის. რაიმე ბუშტის და არასტაბილურობის ნიშნებს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში თბილისში 3 967 ბინა გაიყიდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 33.7% შეადგინა.

ბათუმში კი 1 734 ბინა გაიყიდა. წლიური ზრდა 38%-ია. ზღვისპირა ქალაქში, ერთ წელში, ბაზრის ზომა 116%-ით, 107 მლნ დოლარამდე გაიზარდა.