LIVE

Colliers Georgia: დეკემბერში თბილისში 3 967 ბინა გაიყიდა

27 იან 202315:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 499
Colliers Georgia: დეკემბერში თბილისში 3 967 ბინა გაიყიდა

Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში თბილისში 3 967 ბინა გაიყიდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 33.7% შეადგინა.

Colliers-ში აღნიშნავენ, რომ 2021 წლის დეკემბერში ბინების ტრანზაქციების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა, რაც გამოწვეული იყო ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერის მიერ ტრანზაქციების ერთიანად დარეგისტრირებით. შესაბამისად, საცხოვრებელი ბინების მონაცემები 2021 წელთან შედარებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ბაზრის ზომა 217 მლნ დოლარამდეა გაზრდილი. 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მაჩვენებელმა 53% შეადგინა.

2022 წლის დეკემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ახალ პროექტებში, ტრანზაქციების 40%-იანი ზრდა ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი - 21%-იანი.

Colliers Georgia-ს კვლევის თანახმად, დედაქალაქში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გასამმაგდა, მედიუმ სეგმენტში კი 820 ერთეული დარეგისტრირდა, რაც ორჯერ მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე. ხოლო ეკონომ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა.

2022 წლის დეკემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, ქალაქის ცენტრში 14%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში - 22%-ით, გარეუბნებში კი - 14%-ით.

ძველი ბინების შემთხვევაში, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 15%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი შესაბამისად, 1%-იანი და 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.