
2022 წლის დეკემბერში ბათუმში 1 734 ბინა გაიყიდა. წლიური ზრდა 38%-ია. Colliers Georgia-ს მონაცემებით, ერთ წელში ბაზრის ზომა 116%-ით, 107 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება ფასს, კვლევის თანახმად, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 23%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე 912 დოლარი იყო. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 9%-ით, 659 დოლარამდეა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ დეკემბრის მონაცემებით, ზღვისპირა ქალაქში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 38%-ითაა გაზრდილი, ძველი ბინების შემთხვევაში კი 35%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე ტრანზაქციების რაოდენობამ 53%-ით მოიმატა, პრემიუმ სეგმენტის ბინებზე - 185%-ით, ეკონომ სეგმენტში კი მაჩვენებლის 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც 758 ერთეული შეადგინა.