LIVE

Lineate Dev School საქართველოში დეველოპერების გადამზადებას იწყებს

30 იან 202314:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 1138
Lineate Dev School საქართველოში დეველოპერების გადამზადებას იწყებს

ამერიკული ტექ-კომპანია Lieneate, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საკუთარ ბაზად საქართველო აირჩია, ადგილობრივ ბაზარზე Dev School-ის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას იწყებს. Lineate Dev School-ი პროგრამული უზრუნველყოფის დამწყები სპეციალისტების გადამზადებას უზრუნველყოფს. ამ პროცესის ნაწილია გადამზადების შემდგომ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობაც

პირველი კურსი, რომელსაც კომპანია სტუდენტებს საქართველოში შესთავაზებს,  Java პროგრამირება იქნება და ის 15 კვირას გასტანს.

აპლიკანტებს მოეთხოვებათ სწავლობდნენ მათემატიკის, ინჟინერიის ან კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების საბაკალავრო პროგრამის მესამე ან მეოთხე კურსზე, ან/და იყვნენ ამ მიმართულებების კურსდამთავრებულები. შესარჩევი ეტაპი ასევე მოიცავს ტესტირებას და გასაუბრებას ინგლისურ ენაზე (B1 დონე).

შესარჩევი ეტაპის გავლის შემდეგ, შერჩეულ აპლიკანტებს დასჭირდებათ  საკუთარი ლეპტოპი და მონდომება იმისთვის, რომ დამატებითი პროფესიული ცოდნა მიიღონ კარიერული წინსვლისთვის.

პირველი 8 სასწავლო კვირის განმავლობაში, კურსის მონაწილე დამოუკიდებელი მეცადინეობის სახით მუშაობს 2-2 საათის განმავლობაში, მეცხრე კვირიდან კი ასრულებს პროექტს დამოუკიდებლად, ან ჯგუფურად ერთ თვის განმავლობაში, რასაც კვირაში მინუმუმ 10 საათს უთმობს. 

Lineate-ს საგანმანათლებლო ტრენინგ კურსების საერთაშორისო დონეზე განხორციელების 15 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია მსურველებს სთავაზობს შესაძლებლობას, ისწავლონ და განიმტკიცონ Front და Back-End პროგრამული უზრუნველყოფის უნარები იმ მიდგომებით, რასაც Lineate იყენებს საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობაში.

"პროფესიული გადამზადების  პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული  უნარების განვითარება, თუმცა ძირითადი აქცენტი პრაქტიკულ სწავლებაზეა გაკეთებული. ლექციები ინტერაქტიულ ფორმაში ტარდება, ფართოდ გამოიყენება პრეზენტაციები, სასწავლო მასალების დემონსტრირება. პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მონაწილეებს საშუალება მიეცემათ განივითარონ პრაქტიკული უნარები," განმარტავენ კომპანიაში. 

დამატებით, პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გახდნენ Lineate-ს გამოცდილი გუნდის სრულფასოვანი წევრი და ჩაერთონ რეალური პროექტების განვითარების ციკლში. 

სამომავლოდ, Lineate Dev School-ი სხვა პროგრამების ეტაპობრივად დამატებას გეგმავს, მათ შორის: DevOps-ის, Front-End და Back-End დეველოპმენტის და ა.შ.