LIVE

2022 წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30000-მდე სოც. დაუცველი დასაქმდა

28 იან 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 389
2022 წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30000-მდე სოც. დაუცველი დასაქმდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს საზოგადოებრივ სამუშაოებში 30 000-მდე სოციალურად დაუცველი ჩაერთო, 8 811 სოციალურად დაუცველი კი ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა.

საქმიანობის შეჯამებისას, დასაქმების სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი სამუშაოების გარდა, 2022 წელს სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე 12 645 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა.

სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა პირველ მარტს დაიწყო.  საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული მოქალაქის ხელფასი 300 ლარია. ამასთან, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა და ოჯახს 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება საარსებო შემწეობა. პრემიერმინისტრის თქმით, 200 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი საჯარო და კერძო სექტორში, მომდევნო 2-3 წელში დასაქმდება.