LIVE

ღარიბაშვილი: თითქმის ორ წელიწადში 229 000 ადამიანი დასაქმდა

27 დეკ 202214:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 492
ღარიბაშვილი: თითქმის ორ წელიწადში 229 000 ადამიანი დასაქმდა

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2021 წლის მეორე კვარტლიდან, 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით, საქართველოში 229 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ღარიბაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეების დიდი ნაწილი კერძო სექტორშია დასაქმებული.

„229 000 ადამიანი დასაქმდა ბოლო თითქმის ორ წელიწადში. აქედან არასახელმწიფო სექტორში 209 000 ადამიანია დასაქმებული.

რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებას. 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველია დასაქმებული ბოლო 6-7 თვეში. რესურსი ძალიან დიდია, რადგან 200 000 სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქე გვყავს. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ეს ადამიანი დავასაქმოთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშს წარდგენისას.

პრემიერმინისტრის თქმით, 200 000 სოციალურად დაუცველი ადამინი საჯარო და კერძო სექტორში, მომდევნო 2-3 წელში დასაქმდება.