LIVE

Apple-ს წარმოების 25%-ის ინდოეთში გადატანა სურს

29 იან 202311:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 360
Apple-ს წარმოების 25%-ის ინდოეთში გადატანა სურს
Brent Lewin/Bloomberg

Apple-ი ინდოეთში წარმოებას ზრდის. ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის განცხადებით, ტექნოგიგანტის მიზანია, რომ გლობალურად გაყიდული პროდუქციის დაახლოებით მეოთხედი ინდოეთში აწარმოოს.   

ინდოელი ოფიციალური პირის პროგნოზი აჭარბებს იმ მაჩვენებელს, რაც Apple-ის კონტრაქტორმა მწარმოებლებმა ადგილობრივ მედიას ადრე განუცხადეს. ინდოეთში Apple-ის პროდუქციას სამი ძირითადი ტაივანური მმწოდებელი: Foxconn Technology Group, Pegatron და Wistron უშვებს.   

Bloomberg Businessweek გასულ თვეში წერდა, რომ ახალი გეგმის ფარგლებში, კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებით, iPhone 2026 წლის მარტის ბოლომდე ინდოეთში წარმოებას დაახლოებით 20%-მდე გაზრდის. 

ჩინეთში მრავალწლიანი წარმატებული წარმოების შემდეგ, აშშ-სა და ჩინეთს შორის მზარდი დაძაბულობის და კომუნისტური პარტიის გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე, ტექნოლოგიურმა გიგანტმა წარმოების დივერსიფიკაცია დაიწყო. 

გასულ წელს, ჩინეთში, ჭენჭოუში ლოკდაუნმა მუშების ჩაკეტვა და წარმოების შემცირება გამოიწვია.  

Apple-ის პარტნიორებმა iPhone-ების დამზადება ინდოეთში 2017 წელს დაიწყეს, რაც ქვეყანაში წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად მრავალწლიანი ძალისხმევის დასაწყისი იყო. ჩინეთის შემდეგ, ინდოეთი სმარტფონების მეორე უმსხვილესი ბაზარია. ასევე, ნარენდრა მოდის ადმინისტრაცია, Make in India პროგრამის ფარგლებში, კომპანიებს ფინანსურ სტიმულს სთავაზობს ტექ. წარმოებისთვის.

ანალიტიკოსები ასევე მოელიან, რომ Apple საბოლოოდ ახალ iPhone-ებს ორივე ქვეყნიდან დაახლოებით ერთდროულად გამოუშვებს, რაც Apple-ის მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია.