
საბჭოთა კავშირის დაარსებიდან 100 წლის იუბილეზე საზოგადოებრივი აზრის ფონდის გამოკითხვის თანახმად, რუსების უმრავლესობა (80%) საბჭოთა ეპოქას საკმაოდ კარგ დროდ მიიჩნევს. გამოკითხვის შედეგებს რუსული მედია ავრცელებს.
მათ არ ეთანხმება მოქალაქეების 5%, 15%-ს კი კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.
18-დან 30 წლამდე ადამიანებს შორის 64%-ს სსრკ-ს, როგორც ეპოქის შესახებ, დადებითი წარმოდგენა აქვს. ასაკის ზრდასთან ერთად, ეს მაჩვენებელიც იმატებს. 31-დან 45 წლამდე ასაკის გამოკითხულებში ეს მაჩვენებელი 79%, 46-დან 60 წლამდე - 88%, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს შორის კი 86%-ია.
საბჭოთა კავშირის დაშლას 63% ნანობს, 22% არ ნანობს, 15%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
ასაკობრივ ჭრილში, სინანულს უფრო მეტად 60 წელზე უფროსი ასაკის რუსები განიცდიან. მათ ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 85%-ს, 46-დან 60 წლამდე - 76%-ს, 31-დან 45 წლამდე - 53%-ს, 18-დან 30 წლამდე კი 30%-ს შეადგენს.
FOMnibus-ის ყოველკვირეული გამოკითხვა ჩატარდა 2022 წლის 16-18 დეკემბერს. სულ გამოიკითხა 1500 რესპონდენტი. სტატისტიკური ცდომილება 3,6%-ს არ აღემატება.