LIVE

30-წლიანი ძებნის შემდეგ, იტალიაში მაფიის ლიდერი მატეო მესინა დენარო დააკავეს

16 იან 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1782
30-წლიანი ძებნის შემდეგ, იტალიაში მაფიის ლიდერი მატეო მესინა დენარო დააკავეს

იტალიის ნომერ პირველი ძებნილი მაფიის ლიდერი მატეო მესინა დენარო სიცილიაში დააკავეს. ის 30 წელი იმალებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მესინა დენარო სიცილიის დედაქალაქ პალერმოში მდებარე კერძო კლინიკაში დააკავეს. ოპერაციაში შეიარაღებული ძალების 100-ზე მეტი წევრი მონაწილეობდა.

მატეო მესინა დენარო, სავარაუდოდ, სიცილიის ცნობილ „კოზა ნოსტრას“ მაფიას ხელმძღვანელობდა.

მრავალრიცხოვანი მკვლელობის გამო, ის 2002 წელს დაუსწრებლად გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ დაკავებას სახელმწიფოს დიდი გამარჯვება უწოდა.