LIVE

აშშ-ის მარეგულირებელი გაზქურების აკრძალვას განიხილავს

10 იან 202314:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 471
აშშ-ის მარეგულირებელი გაზქურების აკრძალვას განიხილავს

აშშ-ის მარეგულირებელი შიდა სივრცეში გაზქურების აკრძალვას განიხილავს. Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გაზის ნამწვავისა და ბავშვებში ასთმის განვითარებას შორის კავშირია. 

Bloomberg-ს გაზქურის გამოყენების "ფარული საფრთხის" შესახებ აშშ-ის სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისარი ესაუბრა.

„ნებისმიერი ვარიანტი მაგიდაზეა. პროდუქტები, რომლებიც უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება, შეიძლება აიკრძალოს“, - ამბობს სააგენტოს კომისარი რიჩარდ ტრუმკა. 

გარემოსდაცვითი კვლევისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებულმა 2022 წლის დეკემბერში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ შიდა სივრცეში გაზქურის გამოყენება ბავშვებში ასთმის გაზრდილ რისკს უკავშირდება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ შეერთებულ შტატებში ბავშვებში ასთმის თითქმის 13% გაზქურის გამოყენებით აიხსნება. 

ტრუმკამ Bloomberg- განუცხადა, რომ სააგენტო გეგმავს საჯარო კომენტარის გავრცელებას გაზქურებით გამოწვეულ საფრთხეზე. აკრძალვის გარდა, კიდევ ერთ ვარიანტად განიხილებაგამონაბოლქვის სტანდარტის დაწესება“. 

შეერთებულ შტატებში გაზქურას შინამეურნეობების 35% იყენებს. ეს რიცხვი ზოგიერთ შტატში (მაგალითად, კალიფორნია და ნიუ ჯერსი) 70%- უახლოვდება. 

სხვა კვლევები აჩვენებს, რომ ეს ღუმელები აფრქვევენ აზოტის დიოქსიდის, ნახშირბადის მონოქსიდის და წვრილი ნაწილაკების მნიშვნელოვან მოცულობას, რასაც, აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს თანახმად, სათანადო ვენტილაციის გარეშე, შეუძლია გაზარდოს შიდა კონცენტრაციის დონეები სახიფათო ზღვრამდე.

CNN-ის ინფორმაციით, სააგენტოს ამ დრომდე გაზქურების შესახებ რაიმე მარეგულირებელი ზომა არ მიუღია და გადაწყვეტილება ხანგრძლივ კვლევის შემდეგ მიიღება.  

აშშ- ზოგიერთმა ქალაქმა, სათბურის ემისიების შესამცირებლად, ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აკრძალა.  

თუმცა, ბაიდენის საეტაპო ინფლაციის შემცირების აქტი გაზიდან ელექტრო ღუმელზე გადასასვლელად ფასდაკლებას, ასევე, გაზიდან ელექტროზე გადაყვანის ხარჯების დაფარვას ითვალისწინებს.