LIVE

მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა 2022 წელს $1.4 ტრილიონი დაკარგა

31 დეკ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 3446
მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა 2022 წელს $1.4 ტრილიონი დაკარგა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის 2022 წელი უმეტესად არასახარბიელო აღმოჩნდა. 

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ჯამში $1.4 ტრილიონით შემცირდა.

ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც $200 მილიარდი დაკარგა. 2022 წლის 1 იანვარს მისი ქონება $270 მილიარდს, 3 იანვარს კი - $304 მილიარდს შეადგენდა.  

დეკემბრის დასაწყისში მასკმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა. 

Bloomberg-ის მონაცემებით, მისი ქონება ახლა $137 მილიარდს შეადგენს და მილიარდერების სიაში მე-2 ადგილს იკავებს. მას $162 მილიარდით ფრანგი ბიზნესმენი, ბერნარ არნო უსწრებს.  

მიუხედავად იმისა, რომ არნო ახლა პლანეტის უმდიდრესი ადამიანია, ერთი წლის განმავლობაში, მისი ქონებაც შემცირდა. 2022 წლის იანვარს მისი ქონება $178 მილიარდს შეადგენდა. 

$2 მილიარდით შემცირდა უორენ ბაფეტის ქონება. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მისი ქონება $107 მილიარდს შეადგენს.  

ამავე მოცულობის ქონების მფლობელია ჯეფ ბეზოსი, რომელმაც წელს ბევრად მეტი - $85 მილიარდი დაკარგა. 

დასავლელი მილიარდერებისგან განსხვავებით, კარგი წელი ჰქონდა ინდოელ მილიარდერს, გაუტამ ადანის. 2022 წლის პირველ დღეს მისი ქონება $76.5 იყო, ბოლო დღეს კი - $121 მილიარდი. გარკვეულ პერიოდში ის წლის მე-2 უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ატარებდა

რაც შეეხება Bloomberg-ის მილიარდერების სიაში შემავალ ერთადერთ ქართველს, ბიძინა ივანიშვილს, ინდექსის თანახმად, 2022 წლის 1 იანვარს მისი ქონება $6.05 მილიარდს შეადგენდა, 31 დეკემბერს კი - $5.6 მილიარდს.