LIVE

Twitter-მა Apple-ს მომხმარებლებისთვის Twitter Blue სერვისი გააძვირა

11 დეკ 202213:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 536
Twitter-მა Apple-ს მომხმარებლებისთვის Twitter Blue სერვისი გააძვირა

Twitter-ის გამოწერის სერვისი Twitter Blue ხვალიდან განახლდება. მათთვის, ვინც სერვისით კომპიუტერით ისარგებლებს, ყოველთვიური საფასური $8 იქნება, ხოლო iPhone აპლიკაციის მომხმარებლებს $11-ის გადახდა მოუწევთ. 

სერვისი, რომელიც აქტიურ მომხმარებლებს ექსკლუზიურ ფუნქციებზე წვდომას სთავაზობს, ჯერ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და დიდ ბრიტანეთში არის ხელმისაწვდომი.