LIVE

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული „ბორჯომის“ პრობლემების მოგვარებაში

21 ნოე 202216:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 357
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული „ბორჯომის“ პრობლემების მოგვარებაში

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული „ბორჯომის“ პრობლემების მოგვარებაში.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძეა დანიშნული.

„ასევე, გვყავს დამკვირვებელი წევრი დირექტორთა საბჭოში, რომელიც სამინისტროს თანამშრომელია. სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული „ბორჯომის“ პრობლემების მოგვარებაში და ასევე გრძელვადიანი განვითარების კუთხით.

კომპანიამ ძირითად ბაზრებზე საქმიანობის აღდგენა მოახერხა და დღეს სრულად ფუნქციონირებს საქართველოში და იმ საექსპორტო ბაზრებზე, სადაც პრობლემები ჰქონდა შექმნილი, თუმცა დღის წესრიგშია გრძელვადიანი რესტრუქტურიზაცია და რეორგანიზაცია ჰოლდინგური კომპანიის. მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. ოპერატიულ მართვაში არ ვართ ჩართული, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, სხვა აქციონერებთან ერთად, სახელმწიფოსთანაც თანხმდება, რათა „ბორჯომის“ ბრენდის ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ“,- განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი აქციონერისგან საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ კომპანიის 7.73%-იან წილი გადაეცა, რასაც წინ უძღოდა IDS BORJOMI International-ის მიერ, რომლის საკონტროლო პაკეტი სანქცირებული მიხაილ ფრიდმანის Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა, წარმოების შეჩერება.