
ილონ მასკი განაგრძობს Twitter-ზე იმ ადამიანების ანგარიშების აღდგენას, რომელთა ტვიტებმა საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვიეს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შემდეგ, პლატფორმას ამერიკელი რეპერი კანიე უესტი დაუბრუნდა.
არტისტმა დაბრუნების შემდეგ, პირველი ტვიტი ტელეფონით გამოაქვეყნა. მან სიმბოლურად დაწერა: შალომ, რაც ებრაულად ერთდროულად მისალმებას და მშვიდობას ნიშნავს.
Shalom : )
Twitter-სა და Instagram-ზე რეპერი ანტისემიტური პოსტების გამო დაიბლოკა.
შეურაცხმყოფელი და ანტისემიტური პოსტების გამო, კანიე უესტთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს ცნობილმა ბრენდებმა: Balenciaga-მ, Gap-მა და Adidas-მა.
Adidas-სთან თანამშრომლობის გაწყვეტის გამო, რეპერის ქონება $400 მილიონით შემცირდა. შედეგად, მან Forbes-ის მილიარდერთა სია დატოვა.