
ანტისემიტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, ცნობილ ამერიკელ რეპერთან და დიზაინერთან, კანიე უესტსთან პარტნიორობა ამჯერად Adidas-მა გაწყვიტა.
Forbes-ის ინფორმაციით, რეპერის და დიზაინერის $1,5-მილიარდიან ქონებაში უდიდესი წილი Adidas-თან პარტნიორობაზე მოდიოდა. ამის გამო, ახლა მისი ქონება $400 მილიონამდე შემცირდა. შესაბამისად, ის Forbes-ის მილიარდერთა სიაში აღარ შედის.
გასულ კვირას Balenciaga-ს მშობელმა კომპანიამ Kering-მა განაცხადა, რომ უესტთან აღარ იმუშავებს. უფრო ადრე მასთან პარტნიორობაზე უარი თქვა Gap-მა.
ბოლო კვირების განმავლობაში რეპერმა გააკეთა საკამათო განცხადებები, მათ შორის, გამოაქვეყნა ანტისემიტური პოსტები სოციალურ მედიაში და გაწყვიტა კავშირები თავის კორპორაციულ პარტნიორებთან.
ანტისემიტური განცხადებების გამო, რეპერი Twitter-სა და Instagram-ზე დაბლოკილია.