LIVE

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული გარიგებებით FIFA-მ $7,5 მილიარდი მიიღო

20 ნოე 202218:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 526
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული გარიგებებით FIFA-მ $7,5 მილიარდი მიიღო

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული კომერციული გარიგებების შედეგად, ოთხი წლის განმავლობაში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) რეკორდული მოცულობის შემოსავალი - $7,5 მილიარდი მიიღო. 

მონაცემები FIFA-მ 200-ზე მეტი წევრი ქვეყნის ოფიციალურ პირებს გააცნო. ანგარიშის თანახმად, გასულ კომერციულ ციკლთან შედარებით, 2022 წლის ჩემპიონატის შემოსავალი $1 მილიარდით მეტია.  

დამატებითი შემოსავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანასთან კომერციული გარიგებების შედეგია. ჩემპიონატის მთავარი სპონსორი გახდა Qatar Energy. მესამე დონის სპონსორები კი ყატარის ბანკი QNB და სატელეკომუნიკაციო ფირმა Ooredoo არიან. 

ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში დღეს იწყება. ის უკვე ითვლება ყველაზე ძვირადღირებულ მსოფლიო ჩემპიონატად და ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებად.  ქვეყანამ ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად $300 მილიარდი დახარჯა. 

ჩემპიონატი უჩვეულო იმითაცაა, რომ ის არაბულ ქვეყანაში და ზამთარში იმართება.