LIVE

10 თვეში სავაჭრო ბრუნვამ $15.2 მილიარდი შეადგინა - საქსტატი

14 ნოე 202211:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 300
10 თვეში სავაჭრო ბრუნვამ $15.2 მილიარდი შეადგინა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 მილიარდ 227 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.5%-ით მეტია.

იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 4 მილიარდ 546 მილიონი აშშ დოლარი იყო (34%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 10 მილიარდ 681 მილიონი აშშ დოლარი (33.2%-ით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6 მილიარდ 135 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3% შეადგინა. 

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ 315 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.